Skip to main content

Posts

Showing posts from February, 2018

თავისუფალი რადიკალებით დაზიანება

თავისუფალი რადიკალი არის ატომი ან მოლეკულა გაუწყვილებელი ელექტრონით ორბიტაზე. თავისუფალი რადიკალებით უჯრედის დაზიანება შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური და პათოლოგიური. ფიზიოლოგიური პროცესია ოქსიდაციური ფოსფორილაციის შედეგად მიღებული თავისუფალი რადიკალები. როცა ჟანგბადი იკავშრებს 1 ელექტრონს, მიიღება სუპეროქსიდი ( O2- ) , როცა 2 ელექტრონს იკავშირებს, მიიღება წყალბადის ზეჟანგი ( H2O2 ) , როცა 3 ელექტრონს იკავშრებს, მიიღება ჰიდროქსიდი ( OH ), ხოლო როცა 4 ელექტრონს იკავშირებს, აღდგება წყალი ( H2O ) პათოლოგიური პროცესებია:  მაიონიზირებელი რადიაცია იწვევს წყლის მოლეკულების გახლეჩას, რასაც მოყვება თავისუფალი რადიკალების  (ჰიდროქსიდი) წარმოქმნა.  ანთება - თქვენთვის ალბათ ნაცნობია, რომ ლეიკოციტების მიერ ბაქტერიების კვლა ხორცეილდება ორი მექანიზმით: ჟანგბადდამოკიდებული და ჟანგბადდამოუკიდებელი. ჟანგბადდამოკიდებულ პროცესს ყოველთვის ახლავს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნა.  მძიმე მეტალები , სპილენძი და რკინა. მეტალები ნორმაში ჩვენს ორგანიზმში არსებობენ ცილებთან შეკავშირებულ მდგომარეობაში (რკინ