Skip to main content

Posts

თავისუფალი რადიკალებით დაზიანება

Recent posts

უჯრედის სიკვდილი

ნებისმიერი უჯრედი გარკვეული პერიოდის შემდეგ კვდება. ამ პერიოდის ხანგრძლივობა კი დამოკიდებულია უჯრედის ტიპზე, უჯრედის მდგომარეობაზე და სტრესის სიმძიმეზე. უჯრედის კვდომის მორფოლოგიური ჰოლმარკი ბირთვის დაკარგვაა. უჯრედი კვდომამდე შემდეგ საფეხურებს გადის: პიკნოზი - ბირთვის ზომაში შემცირება კარიორექსისი - ბირთვის დანაწევრება მოზრდილ ფრაგმენტებად კარიოლიზისი - ფრაგმენტების დაქუცმაცება და მონელება, ბირთვის სრული დაშლა უჯრედის კვდომის ორი ტიპი არსებობს: ნეკროზი და აპოპტოზი ნეკროზი წარმოადგენს მწვავე ანთების შედეგს, მოიცავს უჯრედების დიდ ჯგუფს და  ყოველთვის პათოლოგიურია!  ნეკროზი იყოფა შვიდ ტიპად:  კოაგულაციური ნეკროზი - ნეკროზის ეს ტიპი გვხვდება ყველგან, გარდა თავის ტვინისა.  ნეკროზის ფორმა მოგვაგონებს სამკუთხედს, რომლის თავი მიქცეულია იშემიური უბნისკენ.  ორგანოთა ფორმა და სტრუქტურა მკაცრად შენარჩუნებულია ცილების შეწებების ხარჯზე. კოაგულაციურ ნეკროზს ყველა ქსოვილში აქვს მკრთალი შეფერილობა გარდა სათესლე ჯირკვლების  და ფილტვებისა. მათი ფაშარი აგებულების გამო ამ